თვალშისაცემი ბრენდინგი, ღირსეული მენიუ და ლაკონური ინტერიერი დასამახსოვრებელი ალუბლისფერი აქცენტებით, ადგილობრივი დიზაინის სტუდია Tamashi-სგან.

დილით ეს საუზმის ყავის სახლია, დღისით — მოდური ბისტრო, ხოლო საღამოს — ერთდროულად comfort food-ის რესტორანი და საავტორო კოქტეილების ბარი.

Chicos-ის გუნდმა ინტერნაციონალურ სამზარეულოზე გააკეთა აქცენტი და ერთად შეაერთა სირნიკები, პასტა და ბეიგლები.

უფრო მეტიც, მუშაობს ვრცელი საზაფხულო ვერანდა ყვავილებით მოფენილი ბაღის ხედით და საბნებით — მოთხოვნის შემთხვევაში.