ეს ადგილი განკუთვნილია არა მხოლოდ კოქტეილების კულტურის მოყვარულთათვის, არამედ ჯაზის თაყვანისმცემლებისთვისაც. ეს არის დუბაის პირველი ნამდვილი ჯაზ-ლაუნჯი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ატმოსფეროს აქ ქმნის საავტორო კოქტეილები ფუფუნების დეკორთან და მუსიკალურ თანხლებასთან შერწყმით — აქ უკრავენ დუბაის საუკეთესო ჯაზის მუსიკოსები.

სივრცე პატარაა, მაგრამ ავთენტური, ინტერიერი შთაგონებულია 1920-იანი წლების გლამურით: ხელით მოხატული ჭერი, ტექსტურული კედლები, რეტრო დეტალები და განათება, რომელიც ინტიმურ და კამერულ ატმოსფეროს ქმნის.

სტილისტიკა ასახულია კოქტეილების ბარათშიც, რომელთა სახელებში მუსიკალურ მინიშნებებს ამოიცნობთ. მენიუში ჯერჯერობით არც კი არის კერძები, ასე რომ, ისე გათვალეთ, რომ სიამოვნება მოგიწევთ მხოლოდ კოქტეილებითა და მუსიკით.