The Taste-ის გზამკვლევში თითოეული ადგილი შემთხვევითი არაფერია, ის იქ სერიოზული შერჩევის გავლის შემდეგ ხვდება. მაგრამ Weller ცალკე საუბარს იმსახურებს: ავთენტურობა, სერვისი, საკვები, ინტერიერი — ყველაფერი ერთიან სტილში და მაღალ დონეზეა შექმნილი.

რესტორანი მდებარეობს ძველებურ სასახლეში, თბილისის ატმოსფერული უბნის — ჩუღურეთის — გულში.

შიგნით — ღია სამზარეულო, მცენარეების სიუხვე, კედლები, გაფორმებული საავტორო თეფშებით, დივნების ზონები და მაგიდები ერთი კაცისთვის.

ამას ემატება ნეონის განათება, რის ხარჯზეც სივრცე კიდევ უფრო მოდურად გამოიყურება. მენიუ ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოს კერძებისგან შედგება: დომინირებს თევზი, პოპულარული წინახორცები, როგორიცაა მეზე და ჰუმუსი, პიტა, ფახლავა.