Edition
Dubai Fountain St Downtown Dubai
Edition-დან სულ რაღაც 1,7 კმ-შია დუბაის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა — „ბურჯ-ხალიფა“. სასტუმროს დიზაინზე პასუხისმგებელი იყო ჯგუფი LW Design Group.
სასტუმრო შესანიშნავი მდებარეობითა და ცნობილ სავაჭრო ცენტრ Dubai Mall-ის ხედით.
სასტუმროში სულ 275 ნომერია, საცხოვრებელი ღირს 300 დოლარიდან ღამეში, ხოლო ყველაზე ძვირი, „ბურჯ-ხალიფას“ ხედით ნომერი — 1300 დოლარიდან ღამეში. სტანდარტული ნომრები საკმაოდ ვრცელი და მშვიდი ტონებისაა — ზუსტად ის, რაც საჭიროა. ინტერიერის ერთადერთი მინუსია ოქროს ჩარჩოში ჩასმული ტილო, რომელიც სრულიად შეუსაბამოდ გამოიყურება. ფანჯრიდან ხედი არც ისე იდეალურია, სამაგიეროდ ნომრების დალაგება ყოველდღიურად და უზადოდ ხდება.
სასტუმროს საერთო სივრცეებს შორისაა ლამაზი ლობი, საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური, რასაც სასტუმროს სტუმრები აქტიურად სარგებლობენ. სასტუმროს ტერიტორიაზეა შესანიშნავი ფიტნეს-ცენტრი: დიდი, ნათელი, წყლითა და პირსახოცებით უზრუნველყოფილი, ასევე მრავალი რესტორანი და ბარი სახურავზე, საიდანაც იშლება დუბაის დიდებული ხედი.