ინტერიერში — პროექტის გუნდის მინიმალიზმისადმი სიყვარულისა და კონტრასტულობის ანარეკლი: თეთრი კედლები, შავი მაგიდები და ნათურები, ნაცრისფერი ბარის დახლი.

Grey — სტილური საქალაქო კაფეს კონცეფციის განსახიერებაა, სადაც გაერთიანდა ყავის კულტურა, დიზაინი და შემოქმედება.

სივრცე დაყოფილია რამდენიმე ზონად: შეგიძლიათ განთავსდეთ ერთ-ერთ მაგიდასთან სასადილო ზონაში, მაღალ ბართან ან დასასვენებელ ზონაში ბაღის ხედით. მენიუშიც ჰპოვა ადგილი შემოქმედებამ: Grey-ში ხელახლა აზროვნებენ გასტრონომიაზე და ცდილობენ, ჩვეულებრივის ფარგლებს გასცდნენ.

აქ შეგიძლიათ სცადოთ კვერცხი თურქულად ჩილის ზეთით, თბილი ნივრის ლაბნეთი და გრილზე შემწვარი ლავაშით, ბოული გრილზე შემწვარი ხალუმით, კვერცხი-პაშოტით, ავოკადოთი, ჰუმუსით, გოგრით, ფურიკაკეთი, ქინოათი და კუნჟუტის კომბოსტოთი. ექსპერიმენტების გარეშე არც ყავის ბარათი დარჩენილა — მასში დიდი არჩევანია საავტორო სასმელების, თუმცა მოიძებნება კლასიკაც.