ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეულის ნიკო რომიტოს (Niko Romito) რესტორანი მდებარეობს Bulgari Resort Dubai-ში, თუმცა მის ინტერიერში იგრძნობა მინიშნებები ორიგინალურ სასტუმროზე Bulgari Milano და მის ელეგანტურ დიზაინზე.

ინტიმური და რომანტიკული ატმოსფერო, ფუფუნების ბარი, კედლებზე კი — იტალიელი კინოვარსკვლავების შავ-თეთრი ფოტოები, ხოლო ფანჯრებიდან სპარსეთის ყურეზე საუკეთესო ხედი იშლება.

მენიუზე პასუხისმგებელია შეფ-მზარეული ჯაკომო ამიკუჩი (Giacomo Amicucci) — მასში იტალიური კულინარიული ტრადიციები თანამედროვეობასთანაა შერწყმული, სადაც თითოეული კერძი გამოირჩევა ბალანსითა და გემოთა სისუფთავით, ხოლო ბევრი ინგრედიენტი პირდაპირ იტალიიდან შემოდის.

თავისი სამზარეულოსთვის რესტორანი ზედიზედ ორი წელია, რაც მიშლენის ორ ვარსკვლავს იღებს. ვახშმისგან მაქსიმალური შთაბეჭდილების მისაღებად, სცადეთ დეგუსტაციური სეტი.