აქ ყველაფერი ფერმენტაციისადმი გატაცებას ეხება: აწარმოებენ კომბუჩას, ულაქტოზო water kefir-ს, მისო-პასტებს და აცხობენ პურს საკუთარ საფუარზე. შეფ-მზარეულ პაველ დემინის (Pavel Demin) მენიუში კონტროლდება ლოკალური პროდუქტები და დაცულია სეზონურობა: წიწილას ღვიძლის პაშტეტი დაფერმენტირებული მაყვლით, ხუმუსი გამომცხვარი სტაფილოსგან, ნაძვის ნაყინი ლიმონითა და მსხლით და სხვა უჩვეულო კომბინაციები. ინტერიერმა ორგანულად გააერთიანა სკანდინავიური ქვეყნების სული და მინიმალიზმი: თეთრი კედლები, მუქი ხის ავეჯი და ღია ბარი.

ბისტრო slow life-ის კონცეფციითა და new nordic cuisine-ის იდეოლოგიით Liteiny-ზე.

სხვათა შორის, 16:00-დან 17:00-მდე ბისტრო დახურულია: პერსონალს რაღაც სკანდინავიური სიესტის მსგავსი აქვს.