ინტერიერში ევგენია უჟეგოვას (Evgenia Uzhegova) გუნდმა გადაწყვიტა ზონირების მიდგომას ოდნავ განსხვავებულად შეეხედა — ხაზი გაუსვა პროექტის თითოეული შემადგენელი ნაწილის მნიშვნელობას მსუბუქი და ახალი ინტერიერის მეშვეობით, სადაც მთავარი აქცენტი სწორედ საკვების მომზადებაზეა გაკეთებული.

Remy Kitchen Bakery-ის მთელი კონცეფცია პროდუქტის გარშემო ტრიალებს.

„ხარკს ვუხდით შენობის ისტორიას, რომელშიც წინა საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა მაღაზია «Хлеб» («პური»), და გადავწყვიტეთ ინტერიერში რეტრო-ელფერები შეგვეტანა. აქვეა Classicon-ის სკამები ეილინ გრეის (Eileen Gray) დიზაინით, «მომხვევი» სავარძლები Zanotta პატრიცია ურკილასგან (Patricia Urquiola) და სკულპტურული ავეჯი Tom Dixon-ისგან.

საკონსოლეების, ავეჯის, სვეტების, თაროების გეომეტრია — ეს ყველაფერი 60-იან წლებს გვახსენებს, ხოლო ბარის თავზე კედელზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მიხაილ ჩერნიშოვის (Mikhail Chernyshov) მიერ 1984 წელს დაწერილი ტილო“, — ყვება ევგენია. ღია სამზარეულოს ყველა კომპონენტი ცალკე ბლოკებადაა გატანილი — პიცის ღუმელისა და კულინარიის ზონა, საცხობის ზონა, პასტის, პურის, ცხელი და ცივი კერძების მომზადების ზონა: ისინი ორგანულად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ქმნიან მთლიან კონცეფციას, სადაც გადააზრებულია სტუმრისა და მზარეულის ურთიერთობა, ხოლო სასტუმრო ზონის განლაგება სიტყვასიტყვით „ჩართულია“ მის გარშემო არსებულ ღია სამზარეულოებში.