რესტორანი B12 აზიური გასტრონომიის თავისებური კოლექციონერია. აქ თავმოყრილია კორეული, იაპონური, ჩინური და სხვა აზიური სამზარეულოების საუკეთესო წარმომადგენლები, საკუთარი ექსპერიმენტებისა და ფანტაზიების დამატებით. მენიუს ძირითადი იდეა აზიური და იაპონური სამზარეულოს კერძების უნივერსალურობასა და ვარიატიულობაში, პროდუქტის ბუნებრიობასა და ინგრედიენტების სეზონურობაშია.

B12-ის კოქტეილური ისტორია მიწასა და ზღვას შორის ჰარმონიის დახვეწილი ფილოსოფიაა, დამახასიათებელი აზიის ყველა ხალხისთვის.

რესტორნის სამზარეულოში ყოველი პროცესი პეპელას სიცოცხლის მეტამორფოზასთან დახვეწილ ურთიერთკავშირს წარმოადგენს — საწყისი პროდუქტიდან კერძის მიწოდების ეტაპამდე, მის მეტაფორულ იმაგომდე. სწორედ ამიტომ, რესტორანში ყოფნისას სტუმარი სრულფასოვანი გარდასახვის პერფორმანსის მაყურებელი ხდება — პირველი შთაბეჭდილებიდან კერძსა და შერჩეულ სასმელს შორის გემოთა თამაშამდე. ვარიატიული raw-პოზიციების გარდა, არის ვოკზე და იაპონურ გრილ რობატაზე მომზადებული კერძები. ბუნებრივი ინგრედიენტები, ბალახებისა და ეგზოტიკური, არატიპური ხილისა და კენკრის სიუხვე.